Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა – საბოტაჟი და მოღალატე გიწერიათ 37-ჯერ, შეურაცხყოფა ეგაა!”- რას ამბობს ნიკა გვარამია

October 22, 2026
“სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა – საბოტაჟი და მოღალატე გიწერიათ 37-ჯერ, შეურაცხყოფა ეგაა!”- რას ამბობს ნიკა გვარამია

სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა – საბოტაჟი და მოღალატე გიწერიათ 37-ჯერ, შეურაცხყოფა ეგაა! – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, მოსარჩელე მხარის, მმართველი პარტიის წევრს, არჩილ გორდულაძეს, რომელმაც გვარამიას სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ მისი ტერმინოლოგია არის „პირდაპირი შეურაცხყოფა“.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად სჭირდება.

„მოწმეები და მტკიცებულებები რამის დამადასტურებელი კი არ არის მხოლოდ, სამხილიც არის. მე მათი პოზიციების ნეიტრალიზაცია მინდა, მტკიცებულებები მჭირდება ჩემთვის მათ წინააღმდეგ. მათ რომ რაიმე დაადასტურონ თავისთვის ან ვერ დაადასტურონ რა ჩემი საქმეა.

მაინტერესებს, რომ პოზიციები ჩამოვიყალიბო მათთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, რასაც თხზავდნენ თვეების განმავლობაში და ამის გამო ხალხი ციხეში მოხვდა, ახლა პარტიებს აუქმებენ და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფო პოზიციებისთვის კატასტროფულ ტექსტებს წერენ, ყველა ხელმომწერია მანდ“,- განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას სიტყვაზე მცირე რეპლიკა ჰქონდა არჩილ გორდულაძეს. მისი თქმით, „ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა“, რასაც უპასუხა თავად გვარამიამ და აღნიშნა: „რა არის პირდაპირი შეურაცხყოფა? საბოტაჟი და მოღალატე გიწერიათ 37-ჯერ, შეურაცხყოფა ეგაა“.

მოსარჩელე მხარეებს შორის სიტუაციის განმუხტვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ სცადა და აღნიშნა, რომ „შეფასებები გასაგებია, თუმცა [ნიკა გვარამიას განცხადება] „სახელმწიფოსთვის კატასტროფული რაღაცა წერია“, ვერ იქნება მისაღები მხარისთვის“.

მოსამართლის განცხადების საპასუხოდ კი ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ჩანაწერის შეფასება სურდა.

„მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ჩანაწერს ვაფასებ პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად და სამართლებრივად. სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა“,- განაცხადა გვარამიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” მხარე ცდილობს, საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიების ჩატარება”- არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას შუამდგომლობებზე
  • Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების სტატუსი „თავისუფალის“ ნაცვლად „ნაწილობრივ თავისუფალი“ გახდა
  • აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში – არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge