Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლო ცდილობს, საქმეში პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული – სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ, მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით, „გააპრავონ“ სამომავლო გადაწყვეტილება- ლევან ბეჟაშვილი

October 22, 2026
სასამართლო ცდილობს, საქმეში პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული – სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ, მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით, „გააპრავონ“ სამომავლო გადაწყვეტილება- ლევან ბეჟაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის გაუქმებას, საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რომ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა და არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული – არადა, როდესაც პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყანაში დემოკრატიაზე არის საუბარი, პოლიტიკური კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით გაამართლონ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღებენ.

„გუშინდელ სხდომაზე ნათლად გამოკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის გაუქმებას, შესაბამისად საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკურ-სამართლებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რომ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა და არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული. არადა, როდესაც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყანაში დემოკრატიაზე არის საუბარი, პოლიტიკური კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით, „გააპრავონ“ ის სამომავლო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ. დღეს იქნება მორიგი პროცედურული საკითხები განხილული. საკმაოდ საინტერესო შუამდგომლობები იქნება ჩვენი მხრიდან, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ბევრ იმ ბრალდებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს თავის სარჩელში. თუ დააკმაყოფილებენ მოსამართლეები [შუამდგომლობას], ეს კიდევ ერთი დამატებითი ტესტი იქნება მათ ობიექტურობასა და სამართლიანობაზე”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს – ეს არის მიკერძოება, რატომ არ აძლევთ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს გაფრთხილებას
  • საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე შესვენების დროს, არჩილ გორდულაძესა და ნანა მალაშხიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
  • ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს – ლადო სადღობელაშვილი ჩუბინიძის დაკავებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge