საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა განახლდა – მოპასუხე მხარე პლენუმის თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას მოსარჩელე მხარის მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს.
როგორც კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, სასამართლო გაძევებით ემუქრება ყველას, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გარდა.
“ბატონი გორდულაძე არ ჩერდება, ახლახან ბატონ ნიკა გვარამიას გაფრთხილება მიეცით, მანამდე ქალბატონი ხატია დეკანოიძე გაუშვით სხდომის დარბაზიდან გაფრთხილებით. რატომ არ აძლევთ გორდელაძეს გაფრთხილებას? რომ გაუშვებთ სხდომიდან. იმიტომ რომ აღარ ჩერდება. ეს არის მიკერძოებულობა”- თქვა კოპალეიშვილმა.
ბატონო გორდულაძე, ეს არ არის პარლამენტი – დასძინა ყოფილმა მოსამართლემ.
ამის შემდეგ რევაზ ნადარაიამ განცხადების ავტორს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ნუ ითხოვთ ბატონი არჩილის გაძევებას იმის გამო, რასაც პერიოდულად, ხანდახან, ყველა აკეთებთ”.
