Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორი განმარტავს, თუ რის საფუძველზე გაუფორმდა მუქარის ბრალდებით დაკავებულ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება

October 22, 2026
პროკურორი განმარტავს, თუ რის საფუძველზე გაუფორმდა მუქარის ბრალდებით დაკავებულ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება

პროკურორი გოგა კაკოჩაშვილი განმარტავს, თუ რის საფუძველზე გაუფორმდა მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს, თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება.

მისი განცხადებით, შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას ელიზბარაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მიმართეს.

„ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული ნებაყოფლობით. ადვოკატების მონაწილეობით დაწერა განცხადება, მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნული აღიარების, მონანიების საფუძველზე, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

თამაზ ელიზბარაშვილს პრობაციის შესაბამის დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს კვირაში ერთხელ”,- განაცხადა კაკოჩაშვილმა.

კითხვაზე, როდესაც თამაზ ელიზბარაშვილი განმეორებით მიბრუნდა დაზარალებულებთან რესტორანში, ჰქონდა თუ არა იარაღი, პროკურორი პასუხობს, რომ „ის იარაღის დემონსტრირებას ახდენდა“.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული იარაღის დემონსტრირებას ახდენდა, დაზარალებულებს შეეშინდათ, შესაბამისად, მას აღნიშნულის საფუძველზე ბრალდება წარედგინა მუქარის მუხლით“, – განაცხადა კაკოჩაშვილმა.

ცნობისთვის, მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლო ცდილობს, საქმეში პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული – სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ, მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით, „გააპრავონ“ სამომავლო გადაწყვეტილება- ლევან ბეჟაშვილი
  • საქართველოში ტემპერატურა 27 გრადუსამდე მოიმატებს
  • ძმებ ფეიქრიშვილების დედა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge