„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, საქართველოს კრიტიკაში საფრანგეთის პრეზიდენტი მოწინავე იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონი ამბობდა, რომ უსაფრთხოების მიზნით კანონის გამკაცრება არადემოკრატიული ნაბიჯი და ქვეყნისთვის უკუსვლა იყო.
„მაკრონი მაშინ არასწორ შეფასებას აკეთებდა, რადგან როგორც ვხედავთ, ახლა საფრანგეთის ხელისუფლება მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ კანონს იღებს, ვიდრე ჩვენ გვაქვს. თურმე, საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში გარე ძალებიდან ჩარევა ხდება და არეულობა გარე ძალებს აქვთ დაგეგმილი. ახლა რასაც ვხედავთ, არასწორი მიდგომა და ზუსტად ორმაგი სტანდარტია. არ შეიძლება, ასეთი ენით დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას ესაუბრო“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
