Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატში ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა

October 22, 2026
სახალხო დამცველის აპარატში ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა იყო.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად განახლებული სტრუქტურული მოწყობა მიზნად ისახავს, მათ შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მიკუთვნებულ საკითხებზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ფემიციდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას ერთი სტრუქტურული ერთეულის მიერ.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებებისა და მათი მიზნების შესახებ.

ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა, კერძოდ, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების უფრო მკაფიო განაწილებით არსებული პროფესიული რესურსის ისე გაერთიანება და კონცენტრირება, რომ ადამიანის უფლებების დაცვა აპარატის შიგნით კიდევ უფრო კოორდინირებული, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

რეორგანიზაციას წინ უძღოდა აპარატის სამუშაო პროცესებისა და ფუნქციური მოწყობის შიდა ორგანიზაციული შეფასება. შეფასებამ გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქციები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში იყო განაწილებული და დუბლირებული. გარდა კომპეტენციების გადაფარვისა, ეს ქმნიდა ერთი და იმავე საკითხებზე განსხვავებული შეფასებების, რეაგირებების, არაკოორდინირებული მუშაობის და პროფესიული რესურსის არასაკმარისად ეფექტიანი გამოყენების რისკებს.

რეორგანიზაციის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი თემატური მიმართულებების გაძლიერებას, მათ შორის, ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გაერთიანებისა და სპეციალიზებული კომპეტენციების ეფექტიანი გამოყენების გზით.

2026 წლის 5 ოქტომბერს დამტკიცდა სახალხო დამცველის ახალი დებულება და განახლდა სხვა შიდაორგანიზაციული წესები.

რეორგანიზაციის შედეგად, 2026 წლის 22 ოქტომბრიდან განახლებული სტრუქტურული მოწყობა მიზნად ისახავს:

სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ფემიციდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას ერთი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ინსტიტუტის ერთიანი და მაღალი მეთოდოლოგიური სტანდარტით ინდივიდუალური და სისტემური ხარვეზების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას.
სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აპარატის თემატური სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის, მათი როლისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას. რაც ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში საკითხების შეფასებისას შესაბამისი დარგობრივი გამოცდილებისა და სპეციალიზებული ცოდნის სრულფასოვან გამოყენებას.
ადამიანის უფლებათა დარღვევების დროული აღმოფხვრის მიზნით საქართველოს პარლამენტთან მუშაობის გაძლიერებას და განახლებული ფორმით გაგრძელებას, შესაბამისი წინადადებების თუ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის გზით;
გაზრდილი ადამიანური რესურსით და ქალთა უფლებების საკითხების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების გადანაწილებისა და მათი საქმიანობის ყველა ასპექტში ინტეგრირების გზით, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის გაძლიერებას ინდივიდუალური საქმეების ერთიანი მეთოდოლოგიით შესწავლის, სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური მონიტორინგის, შეფასებების და რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებით.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შესრულების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის გაძლიერებას – მეტი პროფესიული რესურსი დაეთმობა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სისტემურ მონიტორინგს, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებების გაძლიერებას, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება აპარატის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ნაცვლად 3 საშტატო ერთეულისა.
ციფრულ სერვისებზე წვდომის, დაინტერესებული პირებისათვის მხარდაჭერის ეფექტიანად წარმართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ღონისძიებების გააქტიურებას“- ნათქვამია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. ორგანიზაციული ცვლილებები მიმართულია ამ უფლებამოსილებების უფრო ეფექტიანად შესრულებისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თანმიმდევრული და ხარისხიანი რეაგირების უზრუნველყოფისკენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დედის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა
  • ” ბრალს ვაღიარებ – ვხვდები, რომ, რაც ვთქვი, მუქარა იყო”- თამაზ ელიზბარაშვილი
  • გერმანიაში იგეგმება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ამ შემთხვევაში ეუთო-ს პოზიციები სად არის? ეს არის ორმაგი სტანდარტი – ირაკლი ჭეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge