ახალქალაქის კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის და, მთვარისა ზაზაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ მზია ზაზაძემ ერთი კვირის წინ იმშობიარა და ის კლინიკიდან მეხუთე დღეს გამოწერეს.
„ახალციხის რეფერალურ კლინიკაში იმშობიარა. წყალი ჰქონდა დარჩენილი ექიმების დაუდევრობით. ფილტვებში გადაუვიდა და სისხლი მოიწამლა. თირკმელები, ყველაფერი გათიშული ჰქონდა, ცალი ფილტვი უმუშავებდა, ისიც ოდნავ და შოკური მდგომარეობა დაემართა.
სახლში იყო ამოსული, მეხუთე დღეს გამოწერეს, მანამდე საავადმყოფოშიც ახველებდა. პრობლემებით იყო, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო.
შემდეგ თავისი ფეხით მივიდა ახალქალაქის კლინიკაში და სახეზე ჰქონდა ყვითელი ფერი, შოკური მდგომარეობა დაწყებული ჰქონდა, იქ წამლები მიაშველეს, მაგრამ რა?.. გული სამჯერ გაუჩერდა, გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ საქმის გამოძიებას ვაპირებთ, ასე არ დავტოვებთ… ამ ყველაფერში ჩართულები არიან კრიმინალები. ბავშვი კარგ მდგომარეობაშია, სამაგიეროდ დაიკო მომიკლეს და დამიღუპეს“, – აცხადებს გარდაცვლილის ტყუპისცალი.
წყარო: „ფორტუნა“