Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ჰყვებიან ძმებ ფეიქრიშვილების დედა და ადვოკატი- “მთელ ციხეს ესმოდა, – მიშველეთო. გოგა არ გვინახავს, ვიცით, რომ ვენები აქვს გადაჭრილი, ძმას რომ რამით დაეხმაროს“

October 21, 2026
რას ჰყვებიან ძმებ ფეიქრიშვილების დედა და ადვოკატი- “მთელ ციხეს ესმოდა, – მიშველეთო. გოგა არ გვინახავს, ვიცით, რომ ვენები აქვს გადაჭრილი, ძმას რომ რამით დაეხმაროს“

პა­ტი­მარ დავით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ პა­ა­ტა გო­გი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს რამ­დე­ნი­მე პირ­მა, მათ შო­რის ვატო ყი­ფი­ან­მა და ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა (“კაწ­რო“) ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

“ვა­დას­ტუ­რებ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ვა­ლა­ლოა. აღე­ნიშ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლი, ეს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მას მი­ად­გა 16 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის გად­მო­ცე­მით, მას ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყენეს ვატო ყი­ფი­ან­მა, ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა, შოთა ყი­ფი­ან­მა, კა­ჭა­რა­ვამ და გო­ცი­რი­ძემ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი 16 ოქ­ტომ­ბერს შე­უ­სახ­ლეს მას სა­კან­ში, ამის მერე მოხ­და, რაც მოხ­და. 16 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბე­ბი, მი­დის მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა. ისეთ უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ მი­ი­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა გო­გი­აშ­ვილ­მა. ად­ვო­კა­ტი ასე­ვე აცხა­დებს, რომ პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­კან­ში არი­ან შე­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით და “პირ­და­პირ კავ­შირ­ზე არი­ან დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­თან… ორი­ვე ძმის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორს პა­ტა­რი­ძეს, მე-8 სა­პყრო­ბი­ლის დი­რექ­ტორს, მის მო­ად­გი­ლე­ებს, უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­როსს და რე­ჟი­მის უფ­როსს“, – თქვა ად­ვო­კატ­მა და პრო­კუ­რა­ტუ­რას რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

“დათო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი “ვი­ვა­მედ­შია“ გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი არ ვიცი, მაგ­რამ მას 5 ნეკ­ნი აქვს გა­ტე­ხი­ლი, სა­ხის ძვლე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი და აღე­ნიშ­ნე­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი. ასე­ვე, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს მარ­ცხე­ნა ხელი აქვს გა­დაჭ­რი­ლი, თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა – გუშინ გა­სა­სა­უბ­რებ­ლად ამო­ვიყ­ვა­ნე შეხ­ვედ­რის ოთახ­ში, სა­დაც მან მინა ჩა­ამ­ტვრია და იმით გა­და­იჭ­რა ხელი თვით­გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, რათა იმ საკ­ნი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნათ (სა­დაც ვატო და მისი მე­გობ­რე­ბი აწა­მებ­დნენ). ის მა­ნამ­დე სხვა­გან იჯდა და ცე­მის წინა დღეს გად­მო­იყ­ვა­ნეს ისეთ სა­კან­ში, სა­დაც ვი­დე­ო­კა­მე­რა არაა. დე­პარ­ტა­მენ­ტმა და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ, რომ წლე­ბია, მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იყო, მაგ­რამ რა­ტომ მოხ­ვდნენ ისი­ნი ერთ სა­კან­ში, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. აშ­კა­რაა გან­ზრახ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მო­ა­თავ­სეს ერ­თად ეს პა­ტიმ­რე­ბი. ისი­ნი და­თოს ტე­ლე­ფო­ნის პა­როლს და კოდს ითხოვ­დნენ (და­თოს ტე­ლე­ფო­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­შია, მე­ო­რე მხა­რეს კი თან ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი). კონ­კრე­ტუ­ლად ვინ ითხოვ­და მისი ტე­ლე­ფო­ნის კოდს, ეს არ ვიცი, ლო­გი­კუ­რად თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ვის­თა­ნაც იყო ტე­ლე­ფო­ნი და­ტო­ვე­ბუ­ლი, კო­დიც მას სჭირ­დე­ბო­და. რას ეძებ­დნენ არ ვიცი, შე­საძ­ლოა სჭირ­დე­ბო­დათ და­თოს პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია, ინ­ფორ­მა­ცია ოჯახ­ზე, სა­მე­გობ­რო წრე­ზე, არ ვიცი… და­თოს გად­მო­ცე­მით, ეს ხუ­თე­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ პა­ტა­რი­ძეს­თან იყო კავ­შირ­ზე, იქი­დან ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ და კი­თხუ­ლობ­დნენ, გა­ი­გეს თუ არა რამე, მო­ი­პო­ვეს თუ არა ინ­ფორ­მა­ცია, კოდი… და­თოს, რა თქმა უნდა, არ მი­უ­ცია პა­რო­ლი. გუ­შინ გი­ორ­გი­მაც მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა სა­კან­ში – და­თოს გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით მარ­ცხე­ნა ხელ­ზე ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა. შე­საძ­ლოა, “ლა­რი­ოკ­ში“ იყი­და ბრიტ­ვა _ ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნაა წვე­რის გა­პარსვა და ამი­ტომ ჰქონ­და. წე­სით და კა­ნო­ნით, ახლა გა­მო­ძი­ე­ბა უნდა იყოს და­წყე­ბუ­ლი. გუ­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ით მივ­მარ­თე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა და და­ი­სა­ჯონ დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს ვინ იქ­ნე­ბა – ცი­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი, პა­ტი­მა­რი თუ სხვა. ვი­საც აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში ხელი მი­უწ­ვდე­ბა, ყვე­ლა და­სას­ჯე­ლია. აქ მარ­ტო ძა­ლა­დო­ბა­ზე არაა ლა­პა­რა­კი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ზეც. ასე­ვე, ვი­თხოვთ ვი­დეო კა­მე­რე­ბის ამო­ღე­ბას“.

რო­გორც ტყუ­პი ძმა ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის დედა ნინო აბ­რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, მის ერთ-ერთ შვილს, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს სა­კან­ში ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნი და კი­დევ ოთხი პირი. შე­დე­გად, დე­დის თქმით, მის შვილს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს. ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და, თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა მის­მა მე­ო­რე შვილ­მა, გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სხვა სა­კან­ში ზის.

“სცე­ნა­რი დად­გეს და ვატო ყი­ფი­ა­ნი და სხვე­ბი ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ ვი­თომ და­ი­ჭი­რეს. ხუთი ადა­მი­ა­ნი: ვატო ყი­ფი­ა­ნი, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი (იგი­ვე “კაწ­რო“), შოთა ყი­ფი­ა­ნი, კა­ჭა­რა­ვა და გო­ცი­რი­ძე შე­უ­სახ­ლეს სა­კან­ში, ჩა­უ­ტე­ხეს ხუთი ნეკ­ნი, მო­ტე­ხი­ლი აქვს ორი­ვე მხა­რეს ყბის ძვლე­ბი. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, თა­ვის არე­ში აქვს ჰე­მა­ტო­მა. წუ­ხელ გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში“, მაგ­რამ იქ არ და­ტო­ვეს, კვლავ და­აბ­რუ­ნეს უკან ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფი. მთე­ლი ღამე კვლავ ზე­წო­ლის ქვეშ იყო. ეტყო­ბა, აწა­მებ­დნენ. გო­გას ვე­ნე­ბი გა­და­უჭ­რია. მას­ზე არა­ფე­რი ვიცი. მა­მა­ომ ნახა დათო, მაგ­რამ გოგა არ უნა­ხავს. ისიც გა­და­საყ­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ნა­კე­რე­ბი არ ადევს. იცო­დეთ, რომ ქურ­დე­ბი გა­ნა­გე­ბენ ცი­ხეს!“ – აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი ძმე­ბის დედა, ნინო აბ­რა­მიშ­ვი­ლი.

ნინო აბ­რა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვას გეგ­მავს, სა­დაც ბევრ რა­მე­ზე ღიად ისა­უბ­რებს:
“ძა­ლი­ან მინ­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ის და ჟურ­ნა­ლის­ტის შეკ­რე­ბა. პირ­და­პი­რი ეთე­რი მინ­და და ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის დაც­ვა მჭირ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლე­ბა თუ მო­მე­ცა, ყვე­ლა­ფერს ღიად ვი­ტყვი. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ამ­ბობს, და­თო­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლაო, რაც ტყუ­ი­ლია. თვი­თო­ნაც ექი­მი ვარ და მათ ვუ­თხა­რი, ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით რო­გორ გა­უშ­ვით ჩემი შვი­ლი კლი­ნი­კი­დან-მეთ­ქი, “ვი­ვა­მედ­ში“ მი­თხრეს, რომ ამას წყვეტს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, ჩვენ ამის უფ­ლე­ბა არ გვაქ­ვსო. მერე და­დეს გან­ცხა­დე­ბა, ეს ტყუ­ი­ლია და მო­გო­ნი­ლიო. და­თოს 5 ნეკ­ნი აქვს გა­ტე­ხი­ლი, ორი­ვე ყბის ძვა­ლი ჩა­ტე­ხი­ლი, სამი ჰე­მა­ტო­მა თავ­ზე, ყურ­ზე და თვა­ლებ­ზეც – სი­ლურ­ჯე, სა­ში­ნე­ლი და­სა­ნა­ხია.. მას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ად­ვო­კა­ტი ლა­მის ტი­რი­ლით გა­მო­ვი­და. ად­ვო­კა­ტიც იქ იყო, როცა ამ­დე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე და­თომ ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა იმი­ტომ, რომ შვე­ლას ითხოვ­და, მთელ ცი­ხე­ზე ყვი­რო­და, მიშ­ვე­ლე­თო. გოგა არ გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ ვი­ცით, რომ მას პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ვე­ნე­ბი აქვს გა­დაჭ­რი­ლი, ძმას რომ რა­მით და­ეხ­მა­როს“.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი დე­დი­სა და ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და პა­ტი­მარ­მა თა­ვად მი­ი­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.
“სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ეხ­მი­ა­ნე­ბა და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, თით­ქოს №8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 16 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ვა­ლა­ლოა. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ბრალ­დე­ბულ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ დღეს ად­ვო­კატ­თა შეხ­ვედ­რე­ბის ოთახ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო მის ად­ვო­კატ­თან შე­სახ­ვედ­რად, რა დრო­საც მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით და­ტო­ვა ოთა­ხი, ჩა­ამ­ტვრია ად­ვო­კატ­თან შეხ­ვედ­რე­ბის ოთა­ხის მიმ­დე­ბა­რედ დე­რე­ფან­ში არ­სე­ბუ­ლი ფან­ჯრის მინა და მი­ნის ნა­ტე­ხით თვით­და­ზი­ა­ნე­ბით იმუქ­რე­ბო­და, ამას­თან, პა­ტიმ­რებს დე­ზორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებ­და. პა­ტიმ­რე­ბი მის პრო­ვო­კა­ცი­ულ მო­წო­დე­ბას არ აჰ­ყვნენ და მას ამ საქ­ცი­ე­ლის გამო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც კი მი­ა­ყე­ნეს. და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი ითხოვ­და მის ძმას­თან შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არი­ან ბრალ­დე­ბულ­ნი, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მათი გა­დაკ­ვე­თა და­უშ­ვე­ბე­ლია.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ, ვი­ნა­ი­დან უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მი­მართ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 19 ოქ­ტომ­ბერს სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა იშუ­ამ­დგომ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან (რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი აქვს პა­ემ­ნე­ბის და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის უფ­ლე­ბა). პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ბრალ­დე­ბულს მი­ე­ცა ერთჯე­რა­დად ოჯახ­თან (დე­დას­თან) სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის დედა 19 ოქ­ტომ­ბერს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კო­მენ­ტარ­ში ცალ­სა­ხად აცხა­დებ­და და შვილ­მაც და­უ­დას­ტუ­რა, რომ კარ­გად არის და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტიც დე­დას­თან სა­უ­ბარ­ში ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უარ­ყოფ­და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე ცი­ხე­ში ვინ­მეს მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ფაქტს.

ამ­დე­ნად, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს უწყე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბად და მი­ზან­მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ად აფა­სებს და მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ მსგავ­სი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან“.- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის თქმით, კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც მან “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ის დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით გა­წე­რეს N18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა.

“და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში“ 21:00 სა­ათ­ზე შე­მო­იყ­ვა­ნეს. მას მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­გაწ­ვდი­ან. დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო N18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში“, – აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტყუ­პი ძმე­ბი, და­ვით და გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბი, რო­მელ­თა სა­ხელ­საც არა­ერ­თი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა უკავ­შირ­დე­ბა, 22 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს თავ­და­პირ­ვე­ლად ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით, თუმ­ცა 2 ოქ­ტომ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი საქ­მე აღიძ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მათ 10 მლნ-ის უკა­ნო­ნო ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ვატო ყი­ფი­ან­სა და ავთო ბი­ლა­ნიშ­ვილს (“კაწ­რო“), რომ­ლე­ბიც ასე­ვე “ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბად” მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში, ისი­ნი გა­სულ კვი­რას და­ა­კა­ვეს რეს­ტო­რან­ში მომ­ხდარ ჩხუ­ბის საქ­მე­ზე. მათ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მათ შო­რის წლე­ბია და­პი­რის­პი­რე­ბაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაზე უარესი რამ არის” – რას ამბობს ლევან ცუცქირიძე
  • “უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი – 14 წლის მოლოდინი და დავალება დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე”- რას ამბობს არჩილ გორდულაძე
  • ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge