Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფიქრია ჩიხრაძე პარტიების აკრძალვის გეგმას “გასაბჭოებას” ადარებს

October 21, 2026
ფიქრია ჩიხრაძე პარტიების აკრძალვის გეგმას “გასაბჭოებას” ადარებს

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე პარტიების აკრძალვის გეგმას “გასაბჭოებას” ადარებს – პოლიტიკოსი დილიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმყოფება, სადაც ამ წუთებში ოპოზიციონერები იკრიბებიან.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ოპოზიციას აკრძალავს და ერთპარტიულობას დაამყარებს, ეს ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

სამწუხაროდ, ძალიან მძიმე პროცესთან გვაქვს საქმე. არანაირი უტრირება არ იქნება, თუ ამას შევადარებთ გასაბჭოებას, როდესაც პირველი რესპუბლიკა დაემხო და დამთავრდა სახელწმიფოებრივი წყობა, მაგალითად სახელმწიფო გადატრიალება 91 წელს, როდესაც ის ხელისუფლება დამთავრდა და პრაქტიკულად, თავიდან გახდა სახელმწიფო ინსტიტუტები შესაქმნელი. ჩვენ პრაქტიკულად ამ მდგომარეობში ვიმყოფებით. შეიძლება ფორმა განსხვავებულია, მაგრამ ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირის ნგრევა და საქართველოს დაბადება, ყველამ იცის, რომ ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძელი გახლავთ ერთპარტიულობიდან მრავალპარტიულობაზე გადასვლა. ჩვენს ეს გზა გავიარეთ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ისევ ერთპარტიულობაში დაგვაბრუნოს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ პარტიების აკრძალვას, ეს ნიშნავს ამომრჩევლის ნების ტოტალურ აკრძალვას”. – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.

არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ – სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული.

ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის – მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი – 14 წლის მოლოდინი და დავალება დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე”- რას ამბობს არჩილ გორდულაძე
  • ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
  • “მოსამართლეები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც ივანიშვილი დაავალებს” – რას ამბობს ანი წითლიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge