ოზურგეთში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა .
ინფორმაციას Guria TV ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა თეატრალურ მოედანზე მოხდა, რა დროსაც კაცი ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა და ქუჩას ისე კვეთდა. კლინიკა ”მედალფას” ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით პაციენტს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება. ამჟამად მას შესაბამისი კვლევები უტარდება
