Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ღმერთმა სასწაული მოახდინა… სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს“ – დათის დედა ამაღელვებელ მიმართვას ავრცელებს

August 8, 2022
“ღმერთმა სასწაული მოახდინა… სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს“ – დათის დედა ამაღელვებელ მიმართვას ავრცელებს

“დილა მშვიდობისა, მადლიერებით მინდა დავიწყო დღევანდელი დღე. იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ის, რომ დათიკოს დღეს ჭრილობას დაუხურავენ, ის, რომ აქამდე მოვედით და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს…

მჯერა, გართულებების გარეშე ჩაივლის ეს ეტაპიც. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ყველას… უცნობებს თუ ნაცნობებს… ჩემს მეგობრებს, ახლად შეძენილ მეგობრებს და იმ უკეთილშობილეს ადამიანებს, ვის სიკეთესაც ვერასდროს გადავიხდი, სულ რომ ყირაზე დავდგე, სრულიად საქართველოს და სრულიად ისრაელს. ამერიკაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში გაფანტულ ქართველ ემიგრანტებს… მადლობა, რომ მთელი გულით შეიყვარეთ ჩემი შვილი და ასე გაერთიანდით მის გამო. მადლობა ყველას, ვინც ერთი სანთელი მაინც დაუნთო და ილოცა დათისთვის… მადლობა ყველა სასულიერო პირს, ასე გულმხურვალედ რომ ლოცულობთ ჩვენთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ასე გვაძლიერებთ და გვამხნევებთ, პოზიტივით გვავსებთ, ყველაფერს აკეთებთ, რომ შედარებით შეგვიმსუბუქოთ ეს ჩვენი ტვირთი და მძიმე ჯვარი. თქვენ ხართ უფლისგან გამოგზავნილი ცოცხალი ანგელოზები, რომ ეს ურთულესი 4 თვე ჩვენთვის შეგემსუბუქებინათ. მე არ ვიცი, რას ვიზამდით და სად ვიქნებოდით, რომ არა თქვენ. უზომოდ მიყვარხართ, შეგიწიროთ უფალმა ასეთი გვერდში დგომა, თავდადება, ერთგულება, სიკეთე, სითბო და სიყვარული. ყველა გაღებული კაპიკი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.

არიან ადამიანები, ვინც ყოველ კვირა სისხლს აბარებენ და ისე მირიცხავენ ფულს… არიან ადამიანები, ვინც 2 საათი ავტობუსით მგზავრობენ, რომ აქ, კლინიკაში მოვიდნენ და 100 შეკელი მოგვიტანონ… ტირილით მოდიან და კიდევ აქეთ გვიხდიან ბოდიშს მცირედისთვის. მე მეგონა, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობდნენ და მადლობა უფალს, რომ შევმცდარვარ თურმე, მეტირება ამ ყველაფერზე… ღმერთმა სასწაული მოახდინა დათიკოს სახით და ყველას დაგვანახა, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდება და მადლობა უფალს. არ ვიცი, რითი დავიმსახურეთ ამხელა წყალობა, რომ მან მაინც არ გაგვწირა და გვაჩუქა დათიკო კიდევ ერთხელ. წინ ურთულესი და ძალიან ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი…. რომლის გავლასაც წლები დასჭირდება… იმპლანტები, პროთეზები, რეაბილიტაცია და ასე შემდეგ…. მაგრამ მთავარია, ბავშვი ცოცხალია და მაქვს იმის ფუფუნება, რომ მასზე ვიზრუნო და მოვუარო, მოვეფერო და ჩავეხუტო, ყოველდღე ვუთხრა, რომ უზომოდ მიყვარს და მაბედნიერებს“ – წერს დათი ქოქრაშვილის დედა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შესაძლებელია მათთან ერთად კიდევ იყო ვინმე…” – რას აცხადებს ალექსი ახვლედიანის ადვოკატი
  • „ჩინეთი გერმანულ თვითმფრინავს სამხედრო ლაზერით დაესხა თავს“ – რას აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო?
  • თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, 1 პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge