დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, “ტვ პირველებთან” ყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. იურისტის თქმით, ფეიქრიშვილს სახის ძვლები და 4 ნეკნი აქვს მოტეხილი.
ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს მისივე საკანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდი ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ.
ადვოკატის თქმით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ძმებისგან მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს ითხოვენ.
იურისტის თანახმად, გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, რომელმაც გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ადვოკატის განცხადებით, ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.
