ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
“მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის – კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად, შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, ბუნებრივია, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული.
კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის” – ამბობს ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე.
