შესაბამისი მოთხოვნით განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მსჯავრდებულების მშობლებმა და იურისტებმა ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციაში მიტანეს და 16 ნოემბერს დიდი აქცია პარლამენტთან დააანონსეს.
“გვაკმარეთ და გვანახეთ ჩვენი შვილები” – ეს იყო კანცელარიასთან შეკრებილი დედების სათქმელი ხელისუფლებისთვის.
მშობლებმა ასევე ისაუბრეს ციხეში მათი შვილებისადმი განხორციელებულ ძალადობასა და არასათანადო პირობებზე.
“ციხის უფროსები არიან თუ ციხის ჯალათები, არავის გაქვთ უფლება ზედმეტად პატიმრების დასჯისა” – ამბობენ მშობლები.
“ჩემი შვილი არის რუსთვის მეექვსე ყველაზე მკაცრ ციხეში, სადაც რამდენჯერმე იყო მოწყობილი პროვოკაციები, რომ მისთვის ის უსამართლო 10 წლის გარდა კიდევ დაემატებინათ 10-12 წელი. სასტიკი ცემა, 2 კვირა დეესკალაციის ოთახში ჩაგდება, ხელბორკილებიანი დაგრეხილი, თმების თრევა. ძალიან გამწარებული და გულნატკენი ვარ ჩვენი მთავრობის უსამართლობით. მოვითხოვ პირადად მე, რომ ყველა პატიმარმა სამართლიანად და უსამართლოდ მიიღო თავისი სასჯელი და გვაკმარეთ. ციხის უფროსები არიან თუ ციხის ჯალათები არიან, არავის გაქვთ უფლება ზედმეტად პატიმრების დასჯისა”.- აცხადებს მშობელი.
“პირობები ჩემამდე არ მოდის. ჩემი შვილი არ ამბობს, რომ მე არ ვინერვიულო. ის, რომ პირობები არადამაკმაყოფილებელია, ყველა ლაპარაკობს. ამიტომ, ჩვენ მშობლები, მე 81 წლის დედა ვთხოვ მთავრობას საყოველთაო ამნისტიას, რომ რამდენიმე წლით მაინც შეუმსუბუქდეთ სასჯელი და ჩვენ მშობლებმა ვნახოთ ჩვენი შვილები”, – ამბობს მშობელი.
ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებას საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს.
