Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4.6 პროცენტით გაიზარდა საქსტატი

October 20, 2026
პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 2.2 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტით ნაკლებია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.6 პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.1 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში -0.1 პროცენტით ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.04 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 12.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (12.1 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.22 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა
კვების პროდუქტებზე (4.1 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (8.5 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამიქვეყნებულ ანგარიშში.

ავტორი – მარიამ ბერძენიშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა
  • სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4.6 პროცენტით გაიზარდა საქსტატი
  • მანანა კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმიდან განრიდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge