ქალაქ კასპში გარემოს დაბინძურების მიზეზით 79 წლის მოქალაქე დააჯარიმეს – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
,,შვილო, ხუთი კი არა, ორი საბურავი ეგდო, ალბათ გამოცვალა ვიღაცამ, რა ვიცი, რაში მჭირდებოდა”- განუცხადა მოსამართლეს მოქალაქემ.
მოსამართლე მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა.
,,მადლობა შვილო”, – თქვა მოქალაქემ, რომელიც 2001-2004 წლებში კასპის გამგებელი იყო.
