Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს თავისუფალი არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით“ – ქალი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

October 19, 2026
„არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს თავისუფალი არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით“ – ქალი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

ქალი პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ ერთიანდებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის უფლებას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს.

განცხადების ხელმომწერები პროცესს ერთპარტიული მმართველობის დაკანონების მცდელობად აფასებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვა საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლის დემოკრატიულ ბერკეტებს წაართმევს.

ქალი პოლიტიკოსები ასევე მიუთითებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის შესაძლო საფრთხეებზე და აცხადებენ, რომ თავისუფალი არჩევანისა და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან

დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, საფრთხე ემუქრება არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანს და ქართულ სახელმწიფოს! ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციური პარტიების დევნა – ეს არის საქართველოს მოქალაქის ხმის ჩახშობის და ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება.

ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ვერთიანდებით ერთი საერთო პრინციპის გარშემო: საქართველოს დემოკრატია, ევროპული მომავალი და სუვერენიტეტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვით საქართველოს მოქალაქეებისთვის არ და ვერ მოგვარდება ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობის, კორუფცისა და მზარდი ემიგრაციის პრობლემები. სამაგიეროდ, საზოგადოებას, ფაქტობრივად, აღარ ექნება ამ პრობლემებზე ხელისუფლებისთვის პასუხის მოთხოვნისა და თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებით ცვლილების მიღწევის აღარანაირი ბერკეტი. უკონკურენტო გარემო ნიშნავს ხალხის სრულ უუფლებობას და უკეთესი მომავლის შესაძლებლობის დაკარგვას.

საგანგაშოა, რომ ეს პროცესი, ამავდოულად, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოსგან ახალი დათმობების მოითხოვნის ფონზე მიმდინარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომთან და ოკუპაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირება საქართველოს საერთაშორისო პოზიციების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებას ემსახურება და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის არიდების საფუძველს ქმნის. ​დღეს დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევანის დაცვა აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი – ეს არის დემოკრატიის და მომავალი თაობებისთვის ბრძოლა. თუ დღეს დავთმობთ თავისუფალი არჩევანის უფლებას, ხვალ საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

​ჩვენი, ქალი პოლიტიკოსების პოზიცია ამ საკითხში ერთმნიშვნელოვანია – არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს თავისუფალი არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით. საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივოა! ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ ხალხის არჩევანს, ვიცავთ საქართველოს!

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სუბსიდია არის გაძარცვული ბიუჯეტი და მოტყუებული მევენახე – როდესაც სახელმწიფო ვეღარ გადაიხდის, რაჭაში მეღვინეობა აღარ იარსებებს“ – მეღვინე
  • ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • “იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს – თუკი, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე იყო საჯარო, მითუმეტეს, რატომ არ უნდა იყოს ღარიბაშვილის საქმე საჯარო?”- ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge