Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სუბსიდია არის გაძარცვული ბიუჯეტი და მოტყუებული მევენახე – როდესაც სახელმწიფო ვეღარ გადაიხდის, რაჭაში მეღვინეობა აღარ იარსებებს“ – მეღვინე

October 19, 2026
„სუბსიდია არის გაძარცვული ბიუჯეტი და მოტყუებული მევენახე – როდესაც სახელმწიფო ვეღარ გადაიხდის, რაჭაში მეღვინეობა აღარ იარსებებს“ – მეღვინე

როდესაც სახელმწიფო ვეღარ გადაიხდის ამ სუბსიდიას, რაჭაში მეღვინეობა აღარ იარსებებს საერთოდ. გაძარცული მევენახე და გაძარცული მეღვინე დარჩება – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „პატარიძე რაჭულის“ დამფუძნებელმა და მეღვინემ, შორენა პატარიძე განუცხადა და აქვე დასძინა, რომ ცვლილება ამ მიმართულებით აუცილებელია.

როგორ ცნობილია, რაჭაში რთველი გასულ კვირას დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.

ამასთან, როგორც სააგენტო განმარტავს, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს “ხვანჭკარას” მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „პატარიძე რაჭულის“ დამფუძნებელი და მეღვინე, შორენა პატარიძე აცხადებს, წელს რაჭაში ყურძნის ჩაბარების პროცესი შაქრიანობის მაჩვენებელზე მიბმული არ არის, რაც მევენახეებისთვის შეღავათია.

თუმცა მისივე განმარტებით, არსებული სუბსიდირების სქემა მევენახეობის განვითარებას აფერხებს, რეალურ სურათს ამახინჯებს და გრძელვადიან პერსპექტივაში სექტორისთვის დამაზიანებელია.

„კახეთში სუბსიდირება შაქრიანობის მიხედვით იყო, რაჭაში კი შაქრიანობაზე აქცენტი არ გაკეთებულა. ამდენად, სააგენტოც და სოფლის მეურნეობის სამინისტროც რაჭის მიმართ ძალიან ლოიალურები არიან. ამაზე ვერაფერს ვიტყვი – ძალიან კარგია, რომ ასეა, რადგან წელს ამინდებმა მევენახეს ხელი არ შეუწყო. ყურძენი დაბალი შაქრიანობის არ არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით შიშები და ნერვიულობა მაინც იყო.

ამ დამოკიდებულებაზე დადებითის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. თვითონ ფაქტი ფერმერებისთვის, რომ ვენახში იმუშავეს, ყურძენი მიიღეს და ახლა შაქრიანობის გაზომვის გარეშე, ეს პროცესი მაინც სუბსიდირებული იქნება, კარგია.

მაგრამ, ზოგადად, სუბსიდია დამაზიანებელია. ის არ არის მორგებული ამ დარგის განვითარებაზე და სწორედ ამას ვჩივი, თორემ კონკრეტულ შემთხვევაში, მევენახისთვის ეს ახლა ძალიან კარგია.

ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ: სუბსიდია იმ სქემით, რა სქემითაც ახლა მიმდინარეობს, სულ იქნება, თუ დამოკიდებულება და ის მოდელი არ შეიცვალა, რომლითაც რაჭაში სუბსიდირება ხდება.

ჩემი დაკვირვებით, სუბსიდია არის უშედეგოდ გაძარცვული ბიუჯეტი, მოტყუებული მევენახე, რომელმაც ვენახისა და ღვინის რეალური ფასი არ იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს და მეღვინეები, რომლებსაც მარანი ღვინით გადავსებული აქვთ და ვერ ყიდიან.

ალექსანდროულსა და მუჯურეთულს ერთადერთი სახელმწიფო კომპანია „აკურა“ იღებს. ჩამოვა ახლა, ყველაფერს ჩაიბარებს, მერე ეს ღვინო სად წავა, კაცმა არ იცის. ძირითადად, სპირტში წავა. შედეგის თვალსაზრისით რას ვიღებთ ამ სუბსიდიით, რომლისგანაც ვერასდროს გამოვალთ? წელს გარდატეხაც კი ვერ მოხდა.

იმ სუბსიდიის თანხიდან, რომელიც ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, მით უმეტეს, რომ კადასტრის სამსახურმა ეს ვენახები აღწერა, თითოეული ძირი იციან და იციან, ვის რამდენი ეკუთვნის, მევენახეს მისცენ სუბსიდიის ნაწილი და ხარჯები შეუმსუბუქონ.

ღვინო და ღვინომასალა დანარჩენმა რეგიონმა იყიდოს რაჭიდან და რაჭის მარნებიდან. კახეთს თუ აქვს ხვანჭკარის ბაზარი, გამოიყენოს რაჭაში დაწურული მასალა, რომელსაც ჩამოასხამს. სახელმწიფომ კი სუბსიდიის ნაწილი გადაუხადოს იმ კახელ მეღვინეს, რომელსაც უკვე აქვს ბაზარი და ხვანჭკარას გატანას უზრუნველყოფს.

სუბსიდიის სქემიდან ვერასდროს გამოვალთ, თუ რაჭველმა გლეხმა, მეღვინემ და ზოგადად, მთელმა საქართველომ სხვა დამოკიდებულება არ ჩამოაყალიბა და ეს სქემა არ შეიცვალა.

ამ დარგში არის გარკვეული თემები წამოწეული, რომელსაც ვერ ებრძვი და მაინც ასე კეთდება. მეგონა, რაჭაში გარდატეხა მოხდებოდა და რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი იცვლება. გლეხისთვის ეს ძალიან მაამებელია, მაგრამ ჩვენ საამებლად არ გვაქვს საქმე.

თუ ასე გაგრძელდა მუდმივად, მაშინ ამ დარგს საბოლოოდ მოვკლავთ. მაგრამ როდესაც სახელმწიფო ვეღარ გადაიხდის ამ სუბსიდიას, რაჭაში მეღვინეობა აღარ იარსებებს საერთოდ. გაძარცული მევენახე და გაძარცული მეღვინე დარჩება.

განვითარებას ეშლება ხელი. რეალობას აცდენილები ვართ ახლა მევენახეებიც და მემარნეებიც – ეს ჩვენი რეალობა არაა“, – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ შორენა პატარიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თუ საზოგადოებას რუტინად გადაექცა ჟურნალისტების 30-30 დღით ციხეში ჩასმა იმის გამო, რასაც ამბობენ ან წერენ, მაშინ ეს საზოგადოება განწირულია დიდი ხანი დიქტატურაში ცხოვრებისთვის- თაზო დათუნაშვილი
  • „სუბსიდია არის გაძარცვული ბიუჯეტი და მოტყუებული მევენახე – როდესაც სახელმწიფო ვეღარ გადაიხდის, რაჭაში მეღვინეობა აღარ იარსებებს“ – მეღვინე
  • ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge