შსს-ს წარმომადგენელი მარიამ კერესელიძე, რომელმაც დღეს Facebook-პოსტების გამო ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
“ის, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ ცდილობს თითქოს შეურაცხყოფის მიყენებას, ფარავს თავისი კონკრეტული კითხვის ნიშნებით, მესამე პირის საუბრებით თითქოს, ანუ შეფარვით ცდილობს რეალურად პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. რეალურად მისი მიზანი არ არის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, ვინაიდან მისი პოსტის კონტექსტი აშკარად არის შეურაცხმყოფელი… მსგავსი შეურაცხყოფის ატანის და შეგუების ვალდებულება არც ერთ თანამდებობის პირს არ გააჩნია. კონტექსტუალურად ეს იმგვარი შეურაცხყოფა იყო, რომელიც თმენის ვალდებულების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული ” ამბობს შსს-ს წარმომადგენელი მარიამ კერესელიძე, რომელმაც დღეს Facebook-პოსტების გამო ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჟურნალისტს 1-თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
