ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთში უმრავლესობის სხდომა უნდა დაიწყოს.
აქტივისტების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ პროტესტი არსებობს და რომ მას ყველგან მიაკითხავს.
ბიძინა ივანიშვილს გვინდა ვაჩვენოთ, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და მიუხედავად იმისა, რომ ეუბნებიან და ატყუებენ, რომ 5 კაცი დგას პარლამენტთან, უნდა იცოდეს და თავისი თვალით დაინახოს, რომ 5 კაცი არ დგას მხოლოდ პარლამენტთან. პროტესტის ყველგან მიაკითხავს მას. ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიგოს, მიუხედავად ამდენი რეპრესიებისა და მიუხედავდ ჩვენი “სიკვდილებისა”, ჩვენ მაინც ვარსებობთ, ვდგავართ და ვიარსებებთ სულ”, – ამბობს აქციის მონაწილე.
დღეს ზუსტად 14:00 საათზე უმრავლესობის სხდომა იმართება. გორგასლის ოფისში უკვე მივიდნენ “ოცნების” ლიდერები. პარტიის ოფისში სავარაუდოდ უკვე მისულია ბიძინა ივანიშვილი.
