ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა.
გარდაცვლილი არჩილ მაკარიძეა. როგორც ახლობლები ამბობენ, არჩილ მაკარიძე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:
“ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო შარშან, მეორე მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა…”
“მშენებლობიდან გადმოვარდა…”
“როგორ შეიძლება შენზე წარსულში ლაპარაკი…”
“მიწაზეც ანგელოზი იყავი ჩემო არჩილ, ჩემო ღიმილის ბიჭო…”
“ღმერთო, ეს რა სიმწარეა…”
“აჩიკო, ვერაფერს ვამბობ, შოკში ვარ…”
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, ისე მტკივა…”
“საამაყო ბიჭები იყავით და იქნებით! ღმერთმა იმ ქვეყნად საუკეთესო მოგცეთ…”
“ყველაზე მტკივნეული სურათია ასეთი სიმპატთიური ვაჟკაცები მამას გვერდით დაბინავდით, ყველას გულები გვატკინეთ…”
