Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვატო ყიფიანის, “კაწროს“ და მანამდე ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება… მამუკა მდინარაძე შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან” – რას წერს ლაშა ფარულავა?

October 16, 2026
“ვატო ყიფიანის, “კაწროს“ და მანამდე ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება… მამუკა მდინარაძე შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან” – რას წერს ლაშა ფარულავა?

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ვარაუდობს, რომ კრიმინალური ე.წ. ავტორიტეტების, ვატო ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის (“კაწროს”) დაკავება უკავშირდება თაღლითურ „”ოლცენტრებს”, ტრანსნაციონალურ დანაშაულს და იმის მცდელობას, რომ “ამ ქსელის შესაძლო მფარველობის პასუხისმგებლობა მამუკა მდინარაძეს დაეკისროს”.

ლაშა ფარულავას განმარტებით, გუშინ, ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ “თბილისური კრიმინალური ამბავი“ არ არის. მისი თქმით, საინტერესოა, რამდენად უკავშირდება ვატო ყიფიანის დაკავება მოლდოვაში “ქოლცენტრებზე” ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციას, რასაც ევროპული გამოძიება აჩვენებს.

“ვატო ყიფიანის, “კაწრო” ბილანიშვილისა და მანამდე ტყუპი ძმები ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება.

სავარაუდოდ, საქმე ეხება თაღლითურ “ქოლ-ცენტრებს”, ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და ამ ქსელის შესაძლო მფარველობის პასუხისმგებლობის მამუკა მდინარაძისთვის დაკისრების მცდელობას.

ტყუპი ძმები ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი საქმე დაუმძიმეს. ახლა, როგორც ჩანს, მსგავს სპირალში არიან ვატო ყიფიანი და კაწრო ბილანიშვილიც. ანუ, ისინიც ივანიშვილების სისტემის ხაფანგში აღმოჩნდნენ. ასევე საინტერესოა, რამდენად უკავშირდება ვატო ყიფიანის დაკავება მოლდოვაში ქოლცენტრებზე ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციას. ამას ევროპული გამოძიება გვიჩვენებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გუშინდელი დაკავებები მხოლოდ თბილისური კრიმინალური ამბავი არ არის.

საქმე, სავარაუდოდ, ეხება თაღლითურ “ქოლ-ცენტრებს”, რომელთა საქმიანობითაც ათასობით ადამიანი ზარალდება და რომელთა წინააღმდეგ ევროპული გამოძიება მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვის საქმეში საქართველოს მოქალაქეებიც ფიგურირებენ. სწორედ ამიტომ უნდა გაირკვეს, რა კავშირია მოლდოვის გამოძიებასა და თბილისში ვატო ყიფიანისა და კაწრო ბილანიშვილის დაკავებას შორის.

ახლა, სავარაუდოდ, ივანიშვილის გამოძიება იმაზე მუშაობს, რომ ყველაფერი მამუკა მდინარაძეს შეტენონ და ამ ბრალდებით ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან.

ამასთან, ვრცელდება ათასი ჭორი და დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს გამოძიების სამიზნე მდინარაძის გუნდის წევრები არიან და თავად მისი დაკავების საკითხზეც საუბრობენ.

ეს ყველაფერი დადასტურებულ ფაქტად არ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ მფარველობდა “ქოლ-ცენტრების” ქსელს და რა როლი ჰქონდათ ამ პროცესებში მდინარაძე-კობახიძის მთავრობის წარმომადგენლებს.

ამ თემაზე ერთი თვის წინაც ვსაუბრობდი, როცა ტყუპი ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს. მაშინაც ვამბობდი, რომ გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება ქოლცენტრების საქმიანობის შეწყვეტას არ ნიშნავდა. უბრალოდ, ძველი სქემა შეიცვალა, მაგრამ თაღლითური ქსელი არ გამქრალა.

2020 წლიდან გააქტიურებული თაღლითური ქსელი, სავარაუდო პოლიტიკური მფარველობა, ფინანსური ინტერესები და ახალგაზრდების კონტროლი – ამ საკითხებზე წლებია მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობთ!

ლევან ხაბეიშვილთან და ვასო ურუშაძესთან ერთად ამ სქემებს საჯაროდ ვამხელდით მაშინაც, როცა ივანიშვილის რეჟიმისთვის ეს ყველაზე არასასურველი თემა იყო. ამ ამბავში ყველაზე მძიმე მხოლოდ მოპარული ფული და კორუფციული კავშირები არ არის.

ახალგაზრდებს კრიმინალები ატერორებენ! “ქოლ-ცენტრების” საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილი, შესაძლოა, ზეწოლისა და შანტაჟის პირობებში იმყოფებოდეს.

მას შემდეგ, რაც ძველი მფარველობის სქემა შეიცვალა, “ქოლ-ცენტრების” კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩემი ინფორმაციით, კრიმინალურ ჯგუფებთან დაკავშირებულ პირებს გადაეცა.

ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებების ფონზე ჩნდება კითხვები შესაძლო მუქარის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მამხილებლების დაშინების შესახებ. ეს ყველაფერი საერთაშორისო გამოძიებამ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, ვინ მართავს ამ სისტემას.

მშობლებო, დაფიქრდით! თუ თქვენს შვილს ძვირადღირებული მანქანა ჰყავს და დიდ ფულს ხარჯავს, ეს ავტომატურად წარმატებას არ ნიშნავს.

გაარკვიეთ, საიდან მოდის ეს ფული, სად მუშაობს თქვენი შვილი და ხომ არ არის ჩათრეული დანაშაულებრივ ქსელში, რომლისგან თავის დაღწევაც უჭირს.

თუ თქვენი შვილი ამ სისტემაშია მოქცეული, გამოსავალი არსებობს და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. დანაშაულში მონაწილეობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ არავის აქვს უფლება, ახალგაზრდები შიშით მართოს, აშანტაჟოს და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდეს.

პასუხი უნდა აგონ როგორც შემსრულებლებმა, ისე მათმა მფარველებმა.

და ბოლოს, მათ, ვისაც ჰგონია, რომ ფულით, მუქარითა და პროვოკაციებით ჩვენს გაჩუმებას შეძლებენ, ძალიან შემცდარან. ჩვენ არ ვიყიდებით! ეს ძალიან კარგად იცის უჩა მამაცაშვილმა – ივანიშვილების ოჯახის წევრმა!

“ქოლ-ცენტრების” საქმის “ოქროს მოწმემ”, გივი ჯიბლაძემ, სასამართლოში ჩვენების მიცემისას კონკრეტულად ისაუბრა იმაზე, რომ ლილუაშვილისა და მისი დაჯგუფების მცდელობებმა ჩვენი გაჩუმება ვერ შეძლო.

ჩვენ ამ თემაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სიმართლე გაირკვეს, დანაშაულებრივი ქსელი დაიშალოს და პასუხი აგონ მათ, ვინც ახალგაზრდებს იყენებს, ხალხს ატყუებს და კრიმინალურ გარემოს საკუთარი ინტერესებისთვის მართავს.

საქართველო უნდა გათავისუფლდეს კორუფციული მფარველობისგან, თაღლითური ქსელებისა და კრიმინალური ტერორისგან!“- წერს ლაშა ფარულავა “ფეისბუქზე”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ,,რას უშვებით ძაღლს? დაანებეთ თავი, ჩვენ წავიყვანთ?” – რატომ დაიძაბა სიტუაცია გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში
  • „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge