ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს 10:00-დან 10:05 საათამდე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთს მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ახალშენი, ებნისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
