Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი- შალვა პაპუაშვილი

October 16, 2026
სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი- შალვა პაპუაშვილი

რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარდგენილ არგუმენტებს გაიზიარებს.

„ვისურვებდი, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება, რათა საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 90-იან წლებში. ასე რომ, პროცესები წინ არის, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ დღევანდელ განცხადებაზე, რომლითაც პარტიამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება.

„გასაგებია, თავის პატრონებთან მიდიან, რომ მათ შეეფარონ. გასაგებია, სად არის დღეს „ლელოს“ თავმჯდომარე ხაზარაძე, უცხოეთში, სად არის გახარია – უცხოეთში, სად არის ვაშაძე – უცხოეთში, ყველა არის არა საკუთარ სამშობლოში, არამედ არიან საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს – უცხოეთში. ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, როდესაც ჩვენ თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით უცხო ხალხის ხელისუფლებების ნებით, ამ ყველაფერს ვითმენდით, მათ შორის ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან საქართველოზე და არ იყო ის რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა, ჩვენ არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი, როგორც ამას აკეთებს „ლელო“ იქნება ეს, გვარამია თუ სხვები, რომლებიც უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი კირვალიძე, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ დააკავეს
  • “ვატო ყიფიანის, “კაწროს“ და მანამდე ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება… მამუკა მდინარაძე შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან” – რას წერს ლაშა ფარულავა?
  • პენსიის 1000 ლარამდე გაზრდისა და საპენსიო სესხებზე პროცენტების შემცირების მოთხოვნით „ლიბერთი ბანკთან“ აქცია გაიმართა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge