ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17 ოქტომბერს ქართული ოცნება როგორც პოლიტსაბჭოს, ისე უმრავლესობის სხდომას გამართავს. მისი თქმით, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა და “რაიმე სიურპრიზს” არ უნდა ველოდოთ.
“ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, აქ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი, რაიმე სიურპრიზი. განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა და ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე ქართული ოცნების ოფისში ჩანიშნულ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
