Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში- მაკა ბოჭორიშვილი

October 16, 2026
14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს

საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება, იყოს ამბიციური განაცხადი საქართველოს მხრიდან, მეორე მხრივ, საქართველო ათწლეულებია, ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, თუმცა არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, ამ რანგში წვლილი შეეტანა ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მუშაობაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ და ეუთო-ს თავმჯდომარე იგნაციო კასისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს დაუსვეს კითხვა, რატომ არის საქართველოსთვის ეუთო-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი და რა მოლოდინები არსებობს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშე დგას ქვეყანა, ასევე ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც აქვს ქვეყანას რეგიონში.

„სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან განაცხადის გაკეთება და წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში, რომელიც დაფუძნებულია დიალოგზე და კონსენსუსზე. რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს ამ მოცემულობაში, როდესაც უფრო მეტ დაყოფას ვხედავთ დღეს ჩვენ მსოფლიოში, ვიდრე გაერთიანებას. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ სწორედ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ თავმჯდომარეობასთან ერთად, ეს არის მათი საქმიანობის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ პროცესში საქართველო კონსტრუქციულად იქნება ჩართული, რომ ორგანიზაციის შემდგომი მუშაობის გაძლიერებაში შეიტანოს წვლილი, როგორც მონაწილე ქვეყანამ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ უჩივლა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს? – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის
  • “დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, არ იქნება რაიმე სიურპრიზი” – ირაკლი კობახიძე სხდომაზე
  • როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ, ამისთვის ცდილობ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება- ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge