არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს სამიტის წინ განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რა გზავნილი აქვს იმ ქართველებისთვის, რომლებიც კვლავაც იბრძვიან ევროპული მომავლისთვის.
მისი თქმით, “სწორედ ამას ეუბნებიან ყველა ქვეყანას“.
“ჩვენ ასევე ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას – თითოეული ქვეყნის მიღწევებისა და დამსახურების შესაბამისად; სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ დიალოგს ყველა ქვეყანასთან“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.
საქართველო ევროკავშირის მიღმა – ამ წუთებში ბრიუსელში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. 15-16 ნოემბერს, ბრუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი იმართება.
ოფიციალურ ვებ გვერდზე ნათქვამია რომ, სიტყვით გამოვლენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიუ კოშტა, მარტა კოსი, კაია კალასი და წევრი ქვეყნების წარმომადგენელები. სპიკერებს შორის არიან კანდიდატი ქვეყნების ლიდერებიც მოლდოვადან, უკრაინიდან, მონტენეგროსა და ალბანეთიდან.
