თბილისში ავარიას 28 წლის გლოვოს კურიერი ემსხვერპლა.
ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ ვალერი იმედაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ გავაზის მკვიდრია. გამოცემას ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ახალგაზრდა კაცი გლოვოს კურიერად მუშაობდა და მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტობუსს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვალერი იმედაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელ გავაზში გადაასვენეს.
