Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი…” – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამე

October 14, 2026
“შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს…” – რას წერს არქიმანდრიტი დოროთე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა ჩაატარა.

პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და მადლზე ისაუბრა. უწმინდესის თქმით, ქართველი ერის გადარჩენა ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა:

“დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი. წელს საქართველომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს.

დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე – რა იყო და რა არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება” – საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის, თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლითა და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღვრობდა ამ გზაზე.

ღვთის განგებულებით ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიისა და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულთა: სიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა.

ამ სამოციქულო გზისა და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთა სწორმა ქალწულმა ნინომ, როცა მეოთხე საუკუნეში ღვთის განგებულებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი.

მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დაადასტურა. რასაც მოჰყვა მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და სიმბოლურია, რომ ეს დიდი კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს,”- განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსების მიერ უცხოეთში უძრავი ქონების მოთხოვნის 17% საქართველოზე მოდის
  • “სვეტიცხოვლობა კი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივარ… ” – მიხეილ ყაველაშვილი მიმართვას ავრცელებს
  • “ყველა მოსამართლე თავისთვის მუშაობდა ამ სარჩელზე, მითუმეტეს არ იყო სხდომა ჩანიშნული…” – რას აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge