2026 წლის მესამე კვარტლის შედეგებით, რუსებს შორის უძრავი ქონების შესაძენად ყველაზე პოპულარულ უცხოურ ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა. ქვეყნის წილმა მთლიან მოთხოვნში 17% შეადგინა.
მონაცემები RBC Real Estate-ს საკონსულტაციო კომპანია NF Group-მა მიაწოდა.
ლიდერობას არაბთა გაერთიანებული საემიროები ინარჩუნებს. ამ ქვეყანაზე ივლის-სექტემბრის პერიოდში ტრანზაქციების საერთო რაოდენობის 37% მოდის, ხოლო მეორე ადგილზე 25%-ით ტაილანდია.
რუსებს შორის უცხოური უძრავი ქონების მოთხოვნის მიხედვით ტოპ 5 ქვეყანაა:
არაბთა გაერთიანებული საემიროები – 37%
ტაილანდი – 25%
საქართველო – 17%
თურქეთი – 12%
მავრიკი და ომანი – სათითაოდ 4.5%, საერთო ჯამში კი 9%
NF Group-ის საგარეო და საკურორტო უძრავი ქონების დეპარტამენტის ცნობით, „წლის ბოლომდე მეგობრულ უცხოურ მიმართულებებზე პირდაპირი ფრენებითა და უვიზო შესვლით მოთხოვნა შენარჩუნდება, მაშინ, როცა უკანა პლანზე გადაიწია ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, საბერძნეთმა, საფრანგეთმა და ესპანეთმა, რომლებიც ადრე მოთხოვნის მხრივ ლიდერებს შორის იყვნენ.
