“ამას ვაჟღერებ პირველად. მაქვს ინფორმაცია გურამ დადიანიძის მობილურთან დაკავშირებით, სად ინახება, როგორ ინახება და მზად ვარ საქმის ახალ გამომძიებელს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც დავინახავ რომ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქმე გამოიძიოს” – ამის შესახებ 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გადაცემაში “VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
