Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი

October 14, 2026
კახეთში რთველი დაიწყო

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი სამი ათასი ტონის ფარგლებშია.

პირველ ეტაპზე ყურძნის ჩაბარების პუნქტები რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თემებში გაიხსნება. რიგების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია, მოსავლის აღება და ჩაბარება ორგანიზებულად, შტაბთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად განხორციელდეს.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ სამი ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს ოთხ ლარს როგორც ერთ კგ. ალექსანდროულის, ასევე ერთ კგ. მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილწარმოშობის ღვინოების – „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც, სადაც, 14 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 273 ათასამდე ტონა ყურძენი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველა მოსამართლე თავისთვის მუშაობდა ამ სარჩელზე, მითუმეტეს არ იყო სხდომა ჩანიშნული…” – რას აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე
  • “დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი…” – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამე
  • “დღეს იქ არ იქნება ვარაბიოვი, იქნება ვინმე სხვა, რომელსაც დაიხმარს და გამოიძახებს ტრაპაიძის სისტემა” – რას ამბობს პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge