რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 147,869 ლარით გაიზარდა – ირკვევა, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა.
BM.GE წერს, რომ შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზეზი სამუშაოების პროცესში წარმოქმნილი „ახალი, ობიექტური და გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებებია“, რომელთა განსაზღვრაც თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას შეუძლებელი იყო.
დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტში შევიდა ტექნოლოგიური კორექტირებები:
დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ ფასებზე წარმოდგენილია შპს „რეალექსპერტის“ ინსპექტირების ანგარიში, ხოლო პროექტის ავტორი კორექტირებულ დოკუმენტაციას ეთანხმება.
ცვლილების საფუძველზე კომპანიას დაევალა, წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გაზრდილი საბანკო გარანტია. შეთანხმება ძალაში 2026 წლის 9 ოქტომბერს შევიდა.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავდაპირველი ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის 2026 წლის 10 ივლისს გაფორმდა. პროექტი მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩისა და შ. რუსთაველის გამზირის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი “სმარტ სოლუშენსი” გზის სამივე მონაკვეთში საკონტრაქტო პირობების გამოვლენილი დარღვევისთვის ჯამურად 11-ჯერ დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევა მოიცავდა კონტრაქტის იმ მუხლის შეუსრულებლობას, რაც კონტრაქტორს 24 საათის განმავლობაში მუშაობას ავალდებულებდა.
