Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეს საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები- პაატა კვიჟინაძე

October 13, 2026
არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეს საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები- პაატა კვიჟინაძე

არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნებისმიერი მოთხოვნა თუ სურვილი, რომელიც ეკონომიკას დააზიანებს, ვერ შესრულდება.

„ოპოზიციაში საუბარია პოპულისტურ გადაწყვეტილებებზე – გავზარდოთ ორი მილიარდით და ასე შემდეგ… მსგავსი პოპულიზმი მიუღებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრი შენარჩუნებული იყოს“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

იმის მაგალითად, რატომ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საფრანგეთი მოიყვანა. მისი თქმით, საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ია, საქართველოს – 2.5%.

„ევროპის კანონმდებლობა ბიუჯეტის დეფიციტს 3%-ის ფარგლებში ითვალისწინებს. ამ ეტაპზე საფრანგეთს ხარჯების 54 მილიარდი ევროთი შემცირება სჭირდება, რათა ბიუჯეტის დეფიციტი სტანდარტებს დაუახლოვდეს. ამ შემცირებაში მოჰყვა პენსიების და ხელფასების ინდექსაცია, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროები. იგივე მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც სხვადასხვა მიმართულებებზე. ამიტომ არ არის ეკონომიკური ზრდა. სამწუხაროდ ეს ტენდენცია კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ევროპაში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა არ ჩანს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან დეტალურად განმარტა, სად და როგორ ნაწილდება საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად გაზრდილი შემოსავლები.

„გუშინ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა. ბიუჯეტის პროექტის შემდეგი ვერსია პარლამენტს მთავრობიდან, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალიწინებით, ნოემბერში დაუბრუნდება. მომავალი წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, სოციალურად ორიენტირებული და აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები – ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ დაისვა შეკითხვა, რას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა? ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდ 600 მილიონი ლარით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი – 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით, თუ გამოვაკლებთ 2008 წელს აღებულ ევრობონდებს, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ვიღებთ და ვფარავთ.

სად და როგორ გადანაწილდა ეს თანხები? რა გაიზარდა? პირველი – პენსიები და პენსიასთან გათანაბრებული შშმ პირების სოციალური დახმარება. ამას დაემატა საპენსიო ფონდში ჩარიცხული 60 მილიონი ლარი. ჯამში, ეს 843 მილიონი ლარია. გარდა ამისა, ჯანდაცვის პროგრამებზე მიემართა 125 მილიონი ლარი. ხელფასები 520 მილიონი ლარით გაიზარდა. 520 მილიონი ლარით დაფინანსდება ექიმების, მასწავლებლებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასების ზრდა. ეს თანხა ჯამში მილიარდნახევარი ლარია, ანუ დამატებით დაფინანსდება სოციალური მიმართულება.

სოციალური პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს ის, რომ წყალმომარაგების დაფინანსება მომავალ წელს გაიზრდება 60 მილიონი ლარით, გაზიფიცირება – 55 მილიონით, საავადმყოფოების მშენებლობა – 65 მილიონით, სპორტის განვითარება – 165 მილიონით, უმაღლესი განათლება – 61 მილიონით. 2027 წელს ორ მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ მიმართულებაზე, ან სოციალურთან დაკავშირებულ საკითხებზე მიდის.

აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა. 250 მილიონი ლარით დაფინანსდება რკინიგზის სისტემის მოდერნიზება, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელი ელმავლები და შემადგენლობები არსებობს. წარმოუდგენელია სატრანზიტო ქვეყანა გავხდეთ, თუ რკინიგზა არ განვითარდა. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ეს არის ის იდეალური ვარიანტი, რაც შეიძლება ბიუჯეტს ჰქონოდა“, – განაცხადა პაატა კვიჟნაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლის მოგვარებაც ძალიან არის საჭირო, მაგრამ ბიუჯეტი 20 მილიარდითაც რომ გაიზარდოს, ყოველთვის იქნება შეგრძნება, რომ თანხა რაღაცაზე არ გვყოფნის და ეს არის მუდმივი პროცესი.

„არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის და ეს მეორე მოსმენის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად გადაიჭრება, მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც გვაწუხებდა – მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომ არ დაელოდა ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში მეორედ შემოტანას და გუშინ განაცხადა, რომ 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 45 ლარით. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდი თანხაა. მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სხვა შენიშვნებიც გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რასაც შალვა პაპუაშვილი კანონიერად აცხადებდა, ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა და მიწასთან გაასწორა- თამთა მიქელაძე
  • “მდინარაძემ დაისვენა” – ლევან მაჭავარიანი
  • “შეწყვიტეთ ელიტის მომსახურება ბიუჯეტიდან” – ვიკა ფილფანი “ქართულ ოცნებას”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge