Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროცესზე წარვადგინეთ, რა იყო 2019 წელს სახელმწიფოს პოზიცია, სუს-ი ანგარიშში წერდა, რომ 2019 წლიდან ფიქსირდებოდა მონიშვნები ჩორჩანის ტყეში, იგივე წერია 2021 წლის და 2024 წლის ანგარიშში- ბერდია სიჭინავა

October 9, 2026
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ჩვენ დოკუმენტებზე დაფუძნებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას, – ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. ადვოკატებს სასამართლოში წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი ჰქონდათ წარმოდგენილი.

„სიმბოლურად, დოკუმენტური მტკიცებულებებით დავიწყეთ, რადგან ბრალდების მხარეს მხოლოდ სუბიექტურად დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები მოჰყავს აქ შეკვეთილი განცხადებებით. შესაბამისად, ჩვენ დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებების დაყრდნობით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას. წარმოვადგინეთ და დავადასტურეთ, რა იყო 2019 წელს სახელმწიფოს პოზიცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ წერდა თავის ანგარიშში, რომელიც 2020 წელს მიღებული აქვს პარლამენტს, ყველა კომიტეტს ამასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ამ ანგარიშისთვის 87 დეპუტატს აქვს მხარი დაჭერილი. აქ წერია, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული ევროკავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აფიქსირებდა მონიშვნებს ჩორჩანის ტყეში, რაც პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო, თვითგამოცხადებული რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ინტერესებს კონკრეტულად, ჩორჩანას ტერიტორიასთან დაკავშირებით. იგივე წერია 2021 წლის და 2024 წლის ანგარიშში, ყველა ეს ანგარიში დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა, ყველა ეს დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა ამ დასკვნებთან დაკავშირებით მიიღო, გამოკვლეული იქნა. ამასთან, ყველა იმ პარლამენტარის გვარი და სახელი იქნა წაკითხული, რომლებმაც ამ ანგარიშებს დაუჭირა მხარი, დღეს რომ რაღაცებს სხვანაირად საუბრობენ.

დღეს, სასამართლო პროცესზე წარმოვადგინეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დარღვეულია დაცვის კონსტიტუციური უფლება გიორგი გახარიასთან მიმართებით, რომლებმაც დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდეს. ასევე, სახალხო დამცველმა კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინა დარღვევა და რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მტკიცებულების მოპოვების უზრუნველყოფისთვის ინფორმაცია გამოეცა. 20 დღიანი ვადა ჰქონდათ მათ, რომ ეს რეკომენდაცია შეესრულებინათ, ეს რეკომენდაციები არ შესრულდა, შესაბამისად, დარღვევა დაადგინა სახალხო დამცველმა, რაც პირველი ინდიკატორია, რომ მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულება არ იყო დაინტერესებული ობიექტური გამოძიებით.

ასევე, წარმოვადგინეთ სტატიები, თუ რას საუბრობდნენ თეა წულუკიანი, ანრი ოხანაშვილი და თანამდებობის სხვა პირები ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით. ასევე, გამოვიკვლიეთ, ეგორ კოჩიევის განცხადება, რომელიც ტაშს უკრავს საქართველოს პროკურატურას გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნისთვის და მოუწოდებს, თუ დაიწყეს დევნა გახარიას მიმართ, ახლა დროა, ჩორჩანას საგუშაგოც აღებული იყოს“, – განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენით გაიაფდება საწვავი თუ აქციზის განაკვეთი განახევრდება
  • „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • “მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა…”- ე.წ. ჩორჩანას საქმის პროკურორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge