გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს 12:35-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, მამადაანები, სხლოვანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
