Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველაფერს აქვს საზღვარი! სამი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო! ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

October 9, 2026
“ყველაფერს აქვს საზღვარი! სამი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო! ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

“დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც განზრახ გაავრცელებს ჩემს შესახებ ცრუ ფაქტობრივ ბრალდებებს ან შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვასა და ჩემთვის ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე” – ამის შესახებ მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო – ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.

“მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო:

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან, საკუთარი შრომით, თავდადებითა და უდიდესი ძალისხმევით შექმნა. მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს საქმეში წარმატებას მივაღწიო და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო. ჩემი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამისთვის არასდროს არაფერი დამიშურებია.

მიუხედავად ამისა, უკვე სამი წელია, ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარკამპანია მიმდინარეობს. მუდმივად ვაწყდები ცრუ ინფორმაციას, შეურაცხმყოფელ კომენტარებს, დამამცირებელ განცხადებებსა და იარლიყებს, რომლებსაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მაკრავენ.

სიტყვებს, როგორიცაა, “რუსეთუმე”,”ქოცი”, “ფულის მონა” და სხვა მსგავსი იარლიყები, რომლებიც ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით გამოიყენება, არასდროს მივიღებდი და არც მომავალში მივიღებ.

მე ვარ მომღერალი, არტისტი და, პირველ რიგში, ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი ღირსება, პრინციპები და სახელი, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით შექმნა.

აქამდე არასდროს ვაქცევდი მსგავს კომენტარებს ყურადღებას. უბრალოდ არ მიმაჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემს დამცირებას, ჩემს დროსა და ენერგიას იმსახურებდნენ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!

ჩემი დუმილი არასდროს ყოფილა სისუსტის ნიშანი და არც იმის უფლება მიუცია ვინმესთვის, რომ დაუსჯელად შელახოს ჩემი სახელი.

დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც განზრახ გაავრცელებს ჩემს შესახებ ცრუ ფაქტობრივ ბრალდებებს ან შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვასა და ჩემთვის ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე.

ყველა შესაბამისი შემთხვევა გადაეცემა ჩემს ადვოკატს და საჭიროების შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს.

ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ადამიანის მიზანმიმართული დამცირება, ცილისწამება და მის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება ყოველთვის უპასუხოდ დარჩება?

სამი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო. ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.

ასევე, ძალიან გთხოვთ ყველას: თუ ჩემი მისამართით სადმე წააწყდებით ცრუ ბრალდებებს, ცილისმწამებლურ ან რეპუტაციის შემლახველ კომენტარებს, გადაიღეთ სქრინშოთები და გამომიგზავნეთ ჩემს პირად გვერდებზე.

მე არასდროს მიცხოვრია სხვისი დამცირებით და არც არავისთვის მიმიყენებია ზიანი. მთელი ცხოვრება საკუთარი შრომით მოვდივარ და არავის მივცემ უფლებას, ჩემი წლების შრომა და სახელი ტყუილებით გააუფასუროს.

პატივისცემას ყველასგან არ ვითხოვ, მაგრამ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვას ყოველთვის შევძლებ.

მადლობა ყველას, ვინც სიმართლისა და ადამიანური ღირსების მხარეს დგას” – წერს ნუცა ბუზალაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  • პროცესზე წარვადგინეთ, რა იყო 2019 წელს სახელმწიფოს პოზიცია, სუს-ი ანგარიშში წერდა, რომ 2019 წლიდან ფიქსირდებოდა მონიშვნები ჩორჩანის ტყეში, იგივე წერია 2021 წლის და 2024 წლის ანგარიშში- ბერდია სიჭინავა
  • 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge