ხაშურის ბაზარში მეხორცეები გაიფიცნენ – ინფორმაციას “ქართლის ამბები ავრცელებს”.
,,ზეწოლას გვიკეთებს ბოინის მფლობელი… თუ ჩემგან იყიდით ღორებს, იაფად დაგაკვლევინებთ საქონელსო. ხაშურის მერი დაგვპირდა, გორში მოგიგვარებთ თემასო, მაგრამ არ მოგვიგვარა” – ამბობს ადგილობრივი.
გაფიცულები ცხოველთა სასაკლაოს მფლობელს უპირისპირიდებიან. მუნიციპალიტეტში ეს ერთადერთი სასაკლაოა.
სასაკლაოზე ე.წ ბოინში საქონლის დაკვლის ფასმა 50 ლარიდან 120 ლარამდე მოიმატა. მეხორცეები ამბობენ, რომ ამის გამო ბაზარში ხორცპროდუქტების ფასმაც მოიმატა და კლიენტი აღარ ჰყავთ. ბოინის მფლობელი კი მეხორცეებს ფასის დაკლებას იმ შემთხვევაში სთავაზობს, თუკი ისინი მის ღორებს შეიძენენ.
იხილეთ ვიდეო
