Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, 2032 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში შვიდი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება- ირაკლი კობახიძე

October 9, 2026
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, 2032 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში შვიდი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება- ირაკლი კობახიძე

დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება – მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში შვიდი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. მიხარია, რომ გრძელდება ჩვენი ტრადიცია და დღესაც ერთად აღვნიშნავთ ამ არაჩვეულებრივ, გამორჩეულ დღეს. საქართველოს რკინიგზის ისტორია ითვლის 154 წელიწადს. 1872 წლიდან იწყება ეს ისტორია, როდესაც ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრა. მას შემდეგ, საუკუნე-ნახევარზე მეტია, რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიად რჩება.

დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში შვიდი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პორტებთან, ავტომაგისტრალებთან და აეროპორტებთან ერთად, ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის რკინიგზის განახლება და გაძლიერება.

გასული წლის ბოლოს დასრულდა საქართველოს ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის ისტორიული მოდერნიზაცია, რომლის შედეგადაც გაორმაგდა გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდა გადაზიდვის დრო. ასევე ჩვენ დავასრულეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და რკინიგზის ამ მონაკვეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ოპერირება,“- აღნიშნა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მომავალი წლის ბოლოს დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, განიხილება ინვესტირების სამი მოდელი, სახელმწიფო რესურსით, კერძო ინვესტიციით, ასევე განიხილება შერეული ფორმატიც- ირაკლი კობახიძე
  • “მივმართავთ ნიდერლანდების მთავრობას თხოვნით, გაითვალისწინოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება… – “კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადებას ავრცელებს
  • თავდაცვის ბიუჯეტი მუდმივად იზრდება და ასეც გაგრძელდება, თავდაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი-ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge