ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება – ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს სანქციები არ მოეხსნება “ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, რადგან მას შემდეგ, რაც ის აღნიშნულ სიაში მოხვდა, პოლიტიკა კიდევ უფრო რეპრესიული გახადა და კიდევ უფრო შეუსაბამოა იმ ღირებულებებთა, რაც შეერთებულ შტატებს აქვს.
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, სიის განახლების დროს, ბიძინა ივანიშვილს რომ ამ სიიდან არავინ ამოიღებდა, ცხადი იყო და გაეროში სიტყვის გამოსვლა და რომელიმე ელჩის ხელის ჩამორთმევა არაფერს შეცვლიდა.
“იმის გამო მოხვდა ბიძინა ივანიშვილი სანქციების სიაში, რომ ის რუსეთთან დაკავშირებული პერსონა გახლდათ, და ამ კრიტიკულ სიტუაციაში ის ისეთ პოლიტიკას ახორციელებდა, რომ რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკად ითვლებოდა. შესაბამისად, სიის განახლების დროს, ბიძინა ივანიშვილს რომ ამ სიიდან არავინ ამოიღებდა, ეს ცხადი იყო, მაგრამ ამ ილუზიას თვითონაც იქმნიან და ცდილობენ საზოგადოებასაც შეუქმნან. მომხრეებს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმის გამო, რომ გაეროში სიტყვით გამოვა მათი ხელისუფლების წარმომადგენელი, თუ ელჩი ჩამოართმევს ვინმეს ხელს, რომ ამით რამე იცვლებოდეს” – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
არა თუ სანქიცების მოხსნას, უფრო დამძიმებას ვარაუდობს “გახარიას“ გუდნის წევრი, ბერდია სიჭინავა. როგორც ის ამბობს, არავინ მოუხსნის სანქციებს იმ ადამიანებს, ვინც “საკუთარი მოსახლეობის მიმართ ამოქმედებს დრაკონულ კანონებს“.
“საკუთარი მოსახლეობის მიმართ ამოქმედებს დრაკონულ კანონებს, ტროტუარზე დგომის და განსხვავებული სიტყვის გამო იჭერს ახალგაზრდებს და დევნის, პოლიტიკურ პარტიებს აუქმებს, ამ პირობებში, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ცივილიზებული სამყარო, მოუხსნის ამ ადამიანებს სანქციებს, მე ვფიქრობ, უფრო დამძიმდება სასანქციო რეჟიმი, ვიდრე შეუმსუბუქდება” – აცხადებს ბერდია სიჭინავა.
“ერთიანი ნაცილონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით კი, აშშ-ს გადაწყვეტილებები ეფუძნება კონკრეტულ მყარ სამართლებრივ მტკიცებულებებს, ეს მტკიცებულებები რომ შეიცვალოს, მაშინ ივანიშვილმა უნდა შეცვალოს ქვეყნის განადგურების გეგმა.
“იმის გამო დაუწესდა სანქციები, რომ მას რუსეთის სასარგებლოდ აქვს ძირი გამოთხრილი ქართული დემოკრატიისთვის. აშშ-ს გადაწყვეტილებები ეფუძნება კონკრეტულ მყარ სამართლებრივ მტკიცებულებებს, ეს მტკიცებულებები რომ შეიცვალოს, მაშინ ივანიშვილმა უნდა შეცვალოს რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის და ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმა. ამას არ ცვლის, ის აგრძელებს პარტიების აკრძალვას, პოლიტიკურ რეპრესიებს, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის დევნას” – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება – ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია იმ ადამიანების შესახებ, ვისაც შეზღუდვები მოეხსნა.
ყველაფერი სამჯერ შეამოწმეს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამის მიზანშეწონილობ ივანიშვილის შემთხვევაში ვერ დაინახეს.
OFAC-მა სანქციების სიების გადახედვის ფარგლებში სამი ეტაპი ჩაატარა – 28 მაისს სიიდან 76, 27 ივლისს 84, ხოლო 5 ოქტომბერს 125 პირი და სუბიექტი ამოიღო. ბოლო ეტაპზე დამატებით 22 ჩანაწერის მონაცემები განახლდა. ივანიშვილი სანქციების სიიდან არცერთ ეტაპზე არ ამოუღიათ და მისი სტატუსი უცვლელია. OFAC-ის მოქმედ სიაში ის კვლავ სანქცირებულ პირად არის მითითებული.
