Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ – აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეგვიძლია საწვავის ფასი 19 თეთრით შევამციროთ

October 8, 2026
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ – აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეგვიძლია საწვავის ფასი 19 თეთრით შევამციროთ

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაში“ აღნიშნავენ, რომ აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეიძლება საწვავის ფასი 19 თეთრით შემცირდეს.

განცხადების თაანხმად, დღესვე ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი დააკლდება.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ კიდევ ერთხელ ეხმიანება საწვავის მაღალ ფასებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, საწვავზე აქციზის შემცირების საკითხს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ და ვუპასუხოთ მცდარ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, თითქოს საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირება ბიუჯეტში ისეთ დეფიციტს გამოიწვევს, რომლის დაკომპენსირება სხვადასხვა პროგრამისა თუ ინსტიტუტისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირების გარეშე ვერ მოხერხდება.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობამ ნავთობპროდუქტების აქციზიდან 509 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. გამოდის, რომ დღესვე ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი დააკლდება. თუმცა, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, ვინაიდან ნავთობპროდუქტების აქციზში შედის ისეთი პროდუქტებიც, რომლებზეც აქციზის განაკვეთის ცვლილებას არ ვეხებით.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია ამ თანხის დაკომპენსირება. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში მხოლოდ ფიზიკური პირების ჯარიმა-საურავებიდან ბიუჯეტმა 127 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 150%-ით მეტია.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ფასების გამო, ისედაც იზრდება სხვა გადასახადებიდან, მაგალითად, დღგ-დან მიღებული შემოსავლები. ესეც გარკვეულწილად დააკომპენსირებს იმ დანაკლისს, რომელიც შესაძლოა აქციზის განაკვეთის შემცირებამ გამოიწვიოს.

ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოთ მოყვანილი დანაკლისი გაანგარიშებულია ექვს თვეზე, მაშინ როდესაც აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილება შესაძლებელია სულაც არ იყოს ამ ვადით განსაზღვრული, რაც გაცილებით ნაკლებ დანაკლისს ნიშნავს.

და ბოლოს, აქციზის განაკვეთის განახევრებით, ლიტრი ბენზინის გაიაფება დღესვე შეიძლება თითქმის 19 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში – 17 თეთრით. ეს კი ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ პერიოდში, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
  • როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა “ეფ-ეს-ბემ”?!
  • “ნარინჯისფერი ჭირი“ – ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელი ქანდაკება აღმართეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge