Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე- მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ

October 8, 2026
ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე- მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “იმედი ლაივში” გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ყველა მნიშვნელოვან განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

“მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ პერიოდში მიპყრობილია ნიუ-იორკისკენ, იქ, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები, სახელმწიფოების მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის ამ პერიოდში სწორედ იქ განხილული. წელს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაცია იყო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი. ყველა მნიშვნელოვან განხილვაში, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში საქართველო იყო წარმოდგენილი ან პრემიერ-მინისტრის დონეზე ან საგარეო საქმეთა მინისტრის, ან სხვა დონეზე და ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები იქნა გაჟღერებული”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის გამოსვლასა და იმ დისკუსიებსა და შეხვედრებზე, რომელიც გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა.

“პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, გააკეთა მიმართვა გაეროს ტრიბუნიდან. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა; იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული, ასევე სხვადასხვა აქტორების მხრიდან ორგანიზებული დისკუსიები. ძირითადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, სადაც საუბარი იყო მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი მუშაობა, რა არის მთავარი – სწორედ გაეროს პრინციპების დაცვა და გაეროს ჩარჩოებში სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დარეგულირება”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ყირიმის პლატფორმაზე მონაწილეობის შესახებ, ორმხრივ შეხვედრებსა და დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ დისკუსიებზე:

“მეც მქონდა შესაძლებლობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, მათ შორის იყო უკრაინის ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამჯერად საქართველო იყო მიწვეული ამ პლატფორმაზე და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. ასევე არაერთი ღონისძიება, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო გაჟღერებული.იყო დაკავშირებადობის საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული ღონისძიება. პრეზიდენტ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაკავშირებადობის ე.წ Tripp – ის პროექტი, რაზეც ასევე იყო მსჯელობა და საქართველო იყო მიწვეული. ესეც მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პროექტის განხორციელების კონტექსტშიც საქართველოს როლი რეგიონში არის მნიშვნელოვანი და ეს არავის გამორჩენია თვალთახედვიდან”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიზელი 5.07, ბენზინი რეგულარი 4.08 ლარი – ზოგიერთ ქსელში საწვავი ისევ გაძვირდა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • ხალხს უჭირს და ფუფუნებაში, კორუფციაში, „ქოლ-ცენტრებით“ გამდიდრებულ ფინანსურ კაპიტალში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ახლოს მყოფი ადამიანები ცხოვრობენ- ხატია დეკანოიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge