Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

თენგიზ ცერცვაძის განცხადება – “ეს ვერავინ აიცილა და ვერც ჩვენ ვერ მოვახერხებთ…” –

March 18, 2020
თენგიზ ცერცვაძის განცხადება – “ეს ვერავინ აიცილა და ვერც ჩვენ ვერ მოვახერხებთ…” –

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ერთი დღით ადრე მოხდება თუ ერთი დღით გვიან, საქართველოში დაიწყება მეოთხეული გადაცემა.

„ეს ერთი დღით ადრე მოხდება თუ ერთი დღით გვიან, საქართველო ამას ვერ ასცდება. დავანებოთ უკვე თავი იმ განვლილ პერიოდს, როდესაც ვახერხებდით ინფექციის საზღვარზე შეკავებას ან პირველი და მეორე ხაზის კონტაქტებზე ინფექციის კონტროლს. უკვე ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დაიწყება მეოთხეული გადაცემა და ჩვენი საპასუხო ღონისძიებების სისტემა უნდა გარდავქმნათ ამ დონის ეპიდემიის დროს ეფექტიანი საქმიანობისთვის.

ის კონკრეტული ერთი პაციენტი რომც არ იყოს, ამის ალბათობა მაინც არის. იმიტომ, რომ ეს ეპიდემიის განვითარების, მისი დინამიკის ბუნებრივი ეტაპებია. ეპიდემიამ ეს ეტაპები გაიარა ყველა ქვეყანაში. ყველგან ეპიდემიის შეკავების ფაზით იწყებოდა; თავიდან ე.წ პირველი ხაზის გადაცემით, შემდეგ მეორე, მესამე და შემდეგ აუცილებლად მიდიოდა მეოთხე და შემდეგი ხაზის გადაცემებზე. ეს თავიდან ვერ აიცილა ევროპის ვერც ერთმა განვითარებულმა ქვეყანამ. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც საუკეთესო, სამაგალითო ჯანდაცვის სისტემა აქვთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 1500, 3000 და 4500 ლარი – ნახეთ, ვინ მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას
  • განადგურდა ერთწლიანი კულტურა და ნარგავები – ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge