Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოსთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში დისკუსია გვექნება – ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ”- რას ამბობს მარტა კოსი

October 7, 2026
“საქართველოსთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში დისკუსია გვექნება – ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ”- რას ამბობს მარტა კოსი

საქართველოსთან მიმართებით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ, – ასე უპასუხა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ კითხვას.

უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ მარტა კოსისთვის დასმულ კითხვაში აღნიშნა, რომ საქართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ძალიან მცირე ეფექტი ჰქონდა, შესაბამისად, მან ევროკომისარს ჰკითხა, განიხილავს თუ არა კომისია უვიზო რეჟიმის უფრო ფართო შეჩერებას და არსებობს თუ არა საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმების რეალური შანსი.

„ჩვენ გვექნება კონკრეტული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით FAC-ში (ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში) მომავალ კვირას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო, რომელიც გაფართოების წინა პოლიტიკას გადახედავს, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

კერძოდ, საუბარია ოთხ კანდიდატ ქვეყანაზე – ალბანეთზე, მოლდოვაზე, მონტენეგროსა და უკრაინაზე, რომელთათვისაც 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.

ამასთან, როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გუშინ აღნიშნა, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ის რაც საქართველოში ახლა ხდება წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერი იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • “ყველამ კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს, აქედან გამომდინარე, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერავითარი წარმატება ვერ ექნება”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge