“ქართულმა ოცნებამ” ოპოზციის აკრძალვის ე.წ. სამართლებირვი პროცესი დაიწყო – სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ ეს პროცესი კავშირშია 12 ოქტომბერს ევროკავშირში გასამართ დებატებთან.
“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის თქმით, ამით “ოცნება” დასავლეთს ერთგვარ სიგნალს უგზავნის.
ის რომ პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა განსახილველად, ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილის საკონსტიტუციო სასამართლომ გადადგა ერთი წლის მანძილზე და ეს პირდაპირ არის კავშირში 12 ოქტომბერს ევროკავშირში გასამართ დებატებთან და ანგარიშის განხილვასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” გზავნილია – საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და მათი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუმცა “ქართულ ოცნებაში” და პირადად ივანიშვილმაც კარგად იციან, რომ პარტიების აკრძალვა ეს არის დემოკრატიის დასამარების გზაზე ყველაზე უკიდურესი ზომა და ამისათვის პერსონალურად ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გადაიხდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფასს, რაც კი გადაუხდია”. – ამბობს გიორგი სიორიძე.
კოალიციაში “ცვლილებისთვის” ამბობენ, რომ პარტიების აკრძალავას ბიძნა ივანიშვილს და მის გუნდს არავინ აპატიებს.
“მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი დიქტატორებიც კი ერიდებიან ასეთ ნაბიჯებს, იმიტომ, რომ იციან, რა არის ამის შედეგი” – ამბობს თენგო თევზაძე.
კონსტიტუციური სარჩელი, პარტიების აკრძალვა, ის, რომ ოქმებში 100% შედეგები იწერება, ეს რის კობახიძის ტვინში მოხარშული, იმიტომ, რომ ივანიშვილს ეს არც ეცოდინებოდა და არც უნდა სცოდნოდა. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ არავინ არაპატიებს მას პარტიების აკრძალვას. მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი დიქტატორებიც კი ერიდებიან ასეთ ნაბიჯებს, იმიტომ, რომ იციან, რა არის ამის შედეგი. ჯერ ამ სარჩელს აქვს ვადები და ჩვენ შემდეგ გავაკეთებთ რეაგირებას”, – აცხადებს თენგო თევზაძე.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კი ფიქრობენ, რომ “ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რაც უფრო მეტი რეპრესია იქნება, მით უფრო დაჩქარდება მისი დასასრული”.
ეს არის ხაზგასმა იმის, რომ საქართველოში დემოკრატია ოფიციალურად დახურა და გაანადგურა ივანიშვილმა, იმიტომ, რომ აკრძალავენ არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ აკრძალავენ მათივე დათვლით ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, თუ მილიონობით არა, რომლებიც კონკრეტულ პარტიებს აძლევდნენ ხმას. რაც უფრო მეტი რეპრესია იქნება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, მით უფრო დაჩქარდება, ჩემი აზრით, მათი დასასრული”, – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
“ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 6 ოქტომბერს მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერენ: ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი.
კიკალიშვილის უფლებამოსილებს შესრულებას გუშინ შეუდგა.
