Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს ამას მამა ბურჭულაძეს – სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

October 7, 2026
შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რაზმაძეს “ემოციურად დაზიანებული” პიროვნება უწოდა

სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, რომ იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის შეფასებას, რომ „მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ისე ჩანს, რომ მათი პირველადი ინტერესი ისაა, თავისუფლება ჰქონდეთ აღკვეთილი საკუთარ მამებს.

„სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, რომ იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე. სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ისე ჩანს, რომ მათი პირველადი ინტერესი ისაა, რომ თავისუფლება ჰქონდეთ აღკვეთილი საკუთარ მამებს. კარგია, რომ პირველ შემთხვევაში ჩახუნაშვილმა არ მოუსმინა და არ დაუჯერა საკუთარ შვილს, ითხოვა, აღიარა დანაშაული და გამოვიდა გარეთ. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მე ორგანიზატორების მიმართ ცალკე დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩაითრიეს ამ ძალადობაში.

რომ არა მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, დღეს წამომჯდარები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები, იმით, რომ ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ. იმ დაპირისპირებას, რომელიც წააქეზა მათ შორის ბრიუსელის განცხადებებმა და კარგად იქნებოდნენ სხვადასხვა სავარძლებში წამოჭიმულები. ასე რომ, დამარცხდნენ სახელმწიფოს დამხობაში და ახლა შეირგონ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი – მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ციხეში დავაწესოთ მორიგეობა, მოძალადე ჯალათებმა უნდა დაინახოთ, რომ პატიმრები მარტო არ არიან”- რას ამბობს ელენე ხოშტარია
  • 4 ქალაქში გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 751 ფაქტი გამოვლინდა – სად დაჯარიმდა ყველაზე მეტი მძღოლი?
  • “გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი “- ხატია დეკანოიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge