მგონი, სჯობს მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო. ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისარ მარტა კოსს შეუძლია საკუთარი ხატოვანი გამონათქვამები კიდევ ბევრჯერ გაიმეოროს.
„ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვა არის, საქართველო დიდი ალბათობით ახალ სამხედრო კონფლიქტში შევიდოდა რუსეთთან და ისეთივე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორც უკრაინაა. მთავარი ცოდვა, რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხის რჩება მოგებული. რომ დაგვეჯერებინა მათთვის, დღეს საქართველო იქნებოდა სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე. ქალბატონ კოსს ეს ხატოვანი გამოთქმები შეუძლია გაიმეოროს, მაგრამ სჯობს იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
