შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა – აღნიშნულზე “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს.
მომხდარის გამო ამ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
