Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დიუშენის სინდრომის სამკურნალო ორი ახალი პრეპარატის, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის”- რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე

October 7, 2026
“დიუშენის სინდრომის სამკურნალო ორი ახალი პრეპარატის, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის”- რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე

„ვამოროლონთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.

„მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი მედიკამენტზე. მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. ორი ინოვაციური მედიკამენტი – „ჯივინოსტატი“ და „ვამოროლონი“. ადრე გაკეთდა განცხადება, რომ „ჯივინოსტატის“ შეძენა დასრულებული იყო და „ვამოროლონთან“ მოლაპარაკება ბოლომდე იყო მისაყვანი. საბედნიეროდ, ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის. ვისარგებლებ შესაძლებლობით და აუცილებლად ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

დღეს ასევე ხაზი გაესვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, გენეტიკური დაავადება ცისტური ფიბროზის სამკურნალო პრეპარატი იქნა შეძენილი გასულ პერიოდში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათ ოჯახის წევრებისთვის. ესეც არის ერთ-ერთი ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადება, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა.

დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ ვინ განახორციელებს უშუალოდ მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება. სჭირდებოდა ამას მთავრობის დადგენილების მეშვეობით დარეგულირება, რომლის საფუძველზეც შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დეტალურად იქნება განსაზღვრული ყველა პროცედურა. მათ შორის, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მომზადება, უშუალოდ მედიკამენტის დანიშვნის, მისი გამოყენების პრაქტიკაზე თვალყურის დევნება, მისი ეფექტიანობის გაზომვა და ა.შ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით შემდგომში მუშაობას, რათა მედიკამენტის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს თითოეული პაციენტისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
  • ზოგიერთ ქსელში რეგულარის ფასი 4 ლარს გადასცდა – რა ღირს საწვავი დღეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge