Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ყველა მოქალაქემ მოლდოვის წარმატების მაგალითზე უნდა დაინახოს, როგორ ატყუებს და როგორ დასცინის მას საკუთარი ხელისუფლება- სალომე სამადაშვილი

October 6, 2026
საქართველოს ყველა მოქალაქემ მოლდოვის წარმატების მაგალითზე უნდა დაინახოს, როგორ ატყუებს და როგორ დასცინის მას საკუთარი ხელისუფლება- სალომე სამადაშვილი

საქართველოს ყველა მოქალაქემ მოლდოვის წარმატების მაგალითზე უნდა დაინახოს, როგორ ატყუებს და როგორ დასცინის მას საკუთარი ხელისუფლება, რომელიც წლებია უმტკიცებს, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესისთვის, ევროკავშირი ივანიშვილს სთხოვდა აქ მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის შეფასებას მოლდოვასთან მიმართებით.

სამადაშვილის თქმით, დღეს მოლდოვას აქვს შესაძლებლობა, ილაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იმიტომ, რომ მან მოიშორა ოლიგარქი, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა ხელისუფლება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არა თუ მეორე ფრონტი არ გაუხსნია მოლდოვას რუსეთის წინააღმდეგ, არამედ პირიქით, ევროკავშირი ეხმარება მათ შორის საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, რომ განამტკიცოს მოლდოვამ საკუთარი უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა სწორედ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმის თუ როგორ გატყუებენ თქვენ. გარდა ამისა, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რატომ მიეცა მოლდოვას შესაძლებლობა, რომ დღეს ილაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იმიტომ, რომ თავიდან მოიშორა ოლიგარქი, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა ძალაუფლება ანუ მოხდა დეოლიგარქიზაცია. სამწუხაროდ, საქართველოში საპირისპირო პროცესი წავიდა, ოლიგარქმა სრულად აიღო ხელში ძალაუფლება, დაანგრია ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და შედეგად ჩვენ ვართ გაუქმებული ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგიდან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მისი თქმით, მოლდოვასთან, უახლოეს მომავალში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა იგეგმება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი იყო – რა დეტალებია ცნობილი
  • გარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა – დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა – პროკურატურა
  • საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა- დავით მათიკაშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge